ვაშინგტონში უსაფრთხოების სამსახურმა თეთრ სახლთან მიმავალი ქუჩების გადაკეტვა დაიწყო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თეთრ სახლთან რკინის კონსტრუქციები მიიტანეს.
მეშვიდე დღეა, აშშ-ის დედაქალაქში და სხვა ქალაქებში აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შედეგად 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებს.