მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 95 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისათვის.  იგი ორპარტიული მხრადაჭერით – 79-18-ის წინააღმდეგ მიიღეს.

მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კანონს ხელს ოთხშაბათს მოაწერს.

მასში შედის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რომლის მიწოდებაც პენტაგონის თქმით, ომით განადგურებული ქვეყნისთვის შეიძლება „რამდენიმე დღეში“ დაიწყოს.