ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ტერეზა მეი აცხადებს, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმების ჩავარდნა „ნდობის კატასტროფული და მიუტევებელი იმედგაწბილება იქნებოდა ჩვენს დემოკრატიაში“

პარლამენტში „ბრექსიტის“ შეთანხმების ჩავარდნა „ნდობის კატასტროფული და მიუტევებელი იმედგაწბილება იქნებოდა ჩვენს დემოკრატიაში“, გამაფრთხილებლად განაცხადა ტერეზა მეიმ.

Sunday Express -ში გამოქვეყნებულ წერილში მეიმ სთხოვა დეპუტატებს მხარი დაუჭირონ „ბრექსიტის“ შეთანხმებას, რომელიც თემთა პალატაში კენჭისყრაზე სამშაბათს, 15 იანვარს, გავა და აღნიშნა, რომ შეთანხმების წინააღმდეგ წასვლა რისკის ქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთს, რომ საერთოდ არ მოხდეს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა.

ამავე დროს, დაუნინგ სთრითი, გავრცელებული ცნობით, შეშფოთებულია იმის პერსპექტივით, რომ დეპუტატები კონტროლს აიღებენ „ბრექსიტზე“ თუკი სამშაბათს გამართული კენჭისყრა ჩავარდება.

აღნიშნული წერილის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე მეიმ პირობა დადო, რომ გააორმაგებდა ძალისხმევებს იმისათვის, რომ დეპუტატებს მხარი დაეჭირათ მის მიერ ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმებისათვის ევროკავშირის დატოვების თაობაზე, რისი კენჭისყრაზე გატანაც გასულ წელს მან გადაიფიქრა იქიდან გამომდინარე, რომ მისივე თანაპარტიელი „კონსერვატორების“ მხრიდან დოკუმენტს პარლამენტში მხარდაჭერა არ ჰქონდა და კენჭისყრის შემთხვევაში „კატასტროფულ მარცხს“ უწინასწარმეტყველებდნენ.

guardian.ge