აფრიკა, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული ტერაქტის შედეგად სომალის დედაქალაქში და შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება

სომალის დედაქალაქის სამართალდამცველებმა სასტუმროში მომხდარი 15-საათიანი თავდასხმის შეჩერება მოახერხეს. მოგადიშუში მდებარე სასტუმროს თავს შეიარაღებული მებრძოლები დაესხნენ.

BBC-ის ცნობით, შეიარაღებული პირები სასტუმროში ორი ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შემდეგ შევიდნენ. დაღუპულთა რიცხვი 20-ს შეადგენს და შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“ აიღო.

ორი კვირის წინ სომალიში განხორციელებულ თავდასხმას 358 ადამიანი ემსხვერპლა. ეს თავდასხმა ყველაზე საზარელი აღმოჩნდა 2007 წლის მერე, როდესაც ჯგუფმა ტერაქტების მოწყობა დაიწყო.

„ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებული ჯგუფი უარყოფს 14 ოქტომბრის თავდასხმასთან რაიმე კავშირს, რომლის შედეგადაც 56 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

შეიარღებულთა განცხადებით, ისინი სასტუმრო „ნაშაბლოდ თუს“ თავს იმიტომ დაესხნენ, რომ მას ხშირად სტუმრობენ პოლიტიკოსები და თავდაცვის ოფიციალური პირები.

პოლიციის და დაზვერვის სამსახურის ოფიციალური პირები მთავრობასთან კვირას გამართავენ შეკრებას, სადაც განიხილავენ „ალ-შაბაბის“ წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას.

თავდაპირველად, სასტუმროში ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა შეაგდეს და ააფეთქეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, მორიგი აფეთქება ყოფილ პარლამენტის შენობასთან ახლოს მოხდა.

პოლიციის ოფიცერმა, ალი ნურმა ახალი ამბების სააგენტოს „როიტერსს“ განუცხადა, რომ მსხვერპლთა შორის არიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც სასტუმროს შესასვლელს დარაჯობდნენ.

განცხადებების მიხედვით, მრავალმა ადამიანმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები. თვითმხილველთა განცხადებით, სასტუმროში სროლის ხმა ღამითაც ისმოდა.

WWW.GUARDIAN.GE