აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

მასობრივი ანტი-კორუფციული წმენდის შედეგად საუდის არაბეთში 11 პრინცი, მათ შორის 4 მოქმედი მინისტრი და ათეულობით ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს

საუდის არაბეთის ახალმა ანტი-კორუფციულმა ორგანომ 11 პრინცი დააპატიმრა, მათ შორის 4 მოქმედი მინისტრი და ათეულობით ყოფილი მინისტრი, იუწყება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).

დაპატიმრებები რამდენიმე საათში განხორციელდა მას შემდეგ, რაც სამეფო დეკრეტის მიერ ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის მეთაურობით ახალი კომიტეტი ჩამოყალიბდა.

დაპატიმრებულთა დიდი ნაწილის ვინაობა არ გამჟღავნებულა და არც ისაა ნათელი თუ რაში ედებათ ბრალი დაპატიმრებულებს, თუმცა საუდის არაბეთის სამაუწყებლო კომპანიას, „ალ-არაბია“-ს ცნობით, დაწყებულია ახალი გამოძიებები 2009 წელს ჯედაჰის წყალდიდობებთან და 2012 წელს ვირუსის, „მერსის“ აფეთქებასთან დაკავშირებით.

დაკავებულთა შორისაა პრინცი ალვალედ ბინ თალალი, მილიარდერი, რომელსაც ინვესტიციები Twitter-სა და Apple-ში აქვს ჩადებული.

ახალ ანტი-კორუფციულ კომიტეტს გააჩნია უფლებამოსილება გასცეს დაპატიმრებების ორდერები და მოგზაურაობასთან დაკავშირებული აკრძალვები, იტყობინება BBC საუდის არაბეთის სახელმწიფოს კუთვნილ ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით.

არაბული სახელმწიფო მედიის ცნობით, მეფე სალმანმა თანამდებობიდან დაითხოვა ეროვნული გვარდიის მინისტრი პრინცი მიტებ ბინ აბდულა და საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი აბდულა ბინ სულთან ბინ მუჰამედ ალ-სულთანი.

მათი თანამდებობებიდან გადაყენების შესახებ ოფიციალური ახსნა-განმარტებები არ გაკეთებულა.

GUARDIAN.GE