ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

მისი შეფასებით, დასავლეთს სურს საქართველო რუსეთის ფედერაციის „გამაღიზიანებლად“ გადააქციოს და მდგომარეობა „სააკაშვილის აგრესიულ დროში“ დააბრუნოს.

„ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად… არის მთავრობა, რომელიც სანქციების მიერთების, მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის – იქ ახლა ასეთი ტერმინოლოგიაც გაჩნდა – უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ისინი [საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა] ამბობენ: „იცით, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ვაჭრობა გვაქვს რუსეთთან, ტურიზმი გვაქვს და ენერგორესურსებს ვიღებთ“, – განაცხადა ლავროვმა „Россия 24“-თან და „РИА Новости“-სთან ინტერვიუში და დაამატა, რომ ეს „ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს“.

„მაგრამ, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ სურთ საქართველოს მორიგ „გამაღიზიანებლად“ გადაქცვა და სიტუაციის სააკაშვილის აგრესიულ დროში დაბრუნება“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

guardian.ge