მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტირების შედეგი უარყოფითია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსზე ტესტირების შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, განაცხადა თეთრი სახლის ექიმმა. „ამ საღამოს მე მივიღე დადასტურება, რომ ტესტი უარყოფითია“, ნათქვამია სინ კონლის შაბათ საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტისთვის ტესტირების გავლის აუცილებლობაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც გასულ შაბათ-კვირას ტრამპი მალ-ა-გაში ბრაზილიის პრეზიდენტს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა, ხუთშაბათს კი, ერთ-ერთ მათგანს, პრეზიდენტ ბოლსონარუს პრესმდივანს, რომელმაც ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, კორონავირუსი დაუდასტურდა.