საქართველო

გარდაბნის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენებს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, გურამ თუშიშვილსა და გიორგი ქავთარაძეს უმასპინძლეს და მიღწეული გამარჯვება მიულოცეს.

შეხვედრის ფარგლებში თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, 2017 წელს სანკტ-პეტერბურგში გამართულ მასტერსის ტურნირზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელ გურამ თუშიშვილსა და 2017 წლის დეკემბერში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელ გიორგი ქავთარაძეს ფულადი ჯილდო გადასცეს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოვების წესის“ შესაბამისად, ასევე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სპორტის სახეობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული სპორტსმენები – ნიკა გვარაძე, ალექსი ფრეწუაშვილი, ელნურ ალიევ უფატ სადიკოვი, გიორგი ცოპურაშვილი, აივენგო რიკაძე, ბექა მელაშვილი, ნიკოლოზ ჭიკაიძე, გიორგი ქაცანაშვილი, დავით დავითაშვილი, თენგიზ შუბითიძე და მწვრთნელები – არსენ შოშიაშვილი, რაუფ სადიკოვი, იმედა ფრეწუაშვილი, ილია გაიხარაშვილი, გურამ ცალუღელაშვილი.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 26 – 29 აპრილს ისრაელში ქალაქ თელ-ავივში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.