ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

The Sun-ი: ბრიტანეთის პოლიცია ეჭვობს, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი წიწიბურას მეშვეობით მოიწამლნენ

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ეჭვობს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი წიწიბურას მეშვეობით იქნენ მოწამლული, იტყობინება ბრიტანული გაზეთი The Sun-ი.

გამოცემის თანახმად, სერგეი სკრიპალმა მის ქალიშვილს იულიას სთხოვა, რომ რუსეთიდან წიწიბურა, დაფნის ფოთოლი და სანელებლები ჩამოეტანა, მაგრამ მას დაავიწყდა მათი ყიდვა და ამის გაკეთება მის მეგობარს სთხოვა, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით მიფრინავდა.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მომწამვლელ ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებას, სწორედ წიწიბურა შეიცავდა.

ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იქნენ მოწამლული. მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მაგრამ სტაბილურია, ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი რამდენიმე დღის წინ გაუმჯობესდა.