ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

76 წლის ასაკში ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ფიზიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ დღეს ჩვენი საყვარელი მამა გარდაიცვალა“, ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 წლის ასაკში ჰოკინგს გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი დაუდგინეს და მაშინ ექიმები მიიჩნევდნენ, რომ იგი მხოლოდ რამდენიმე წელი თუ იცოცხლებდა, თუმცა მედიკოსების პროგნოზი არ გამართლდა. მან განაგრძო სამეცნიერო ცხოვრება, ორჯერ დაქორწინდა და სამი შვილის მამა გახდა.

ავადმყოფობამ იგი ეტლს მიაჯაჭვა და დიდწილად არ შეეძლო საუბარი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხმის სინთეზატორი იყო გამოყენებული.

ოჯახის განცხადებით, იგი მშვიდობიანად გარდაიცვალა მის სახლში, კემბრიჯის უნივერსიტეტის სიახლოვეს, სადაც მან შავ ხვრელებზე თავისი საყოველთაოდ ცნობილი შრომის დიდი ნაწილი შექმნა.