საქართველო

7 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – კონტროლირებად ტერიტორიაზე – კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

7 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 262 024 შემთხვევაა დადასტურებული.


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 799-ით გაიზარდა და ის 253 614-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 14-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 283-ს შეადგენს.