აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მსხვერპლი მოჰყვა

მძლავრი, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის პოპულარულ საკურორტო კუნძულ ლომბოკზე, კვირას, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე, რამაც სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათეულობით სხვას კი დაზიანებები მიაყენა, დაზიანებულია შენობების ნაწილიც, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მატარამიდან 50 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის ზონაში ბიძგები არაერთხელ, 60-ჯერ მაინც განმეორდა, მათ შორის ერთ-ერთის სიმძლავრემ 5.7 შეადგინა.

ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება. ამ დროისთვის სამაშველო სამსახურები ხალხის ევაკუაციას ახორციელებენ.

ინდონეზიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე კუნძულზე, რომელიც ბალიდან დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარეობს, ტურისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან.

guardian.ge