საქართველო

34-ე საარტილერიო ბატალიონმა გეგმიური საველე სწავლება დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონმა ასეულის დონეზე გეგმიური საარტილერიო საველე სწავლება დაასრულა. დასკვნით წვრთნებს III ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაესწრო.

მეცადინეობების მიმდინარეობისას დაიხვეწა ბატალიონის მართვის ელემენტები. საარტილერიო ქვედანაყოფმა საველე სწავლება შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დაასრულა. ბატალიონის ხელმძღვანელობის შეფასებით გეგმიური საველე წვრთნები წარმატებით ჩატარდა.

საარტილერიო სწავლება „ორფოლოს“ სასროლეთზე 18 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 120 მმ ნაღმტყორცნი და 152 მმ დანა ბატარეა მონაწილეობდა. წვრთნების მიზანი ასეულის დონეზე ტაქტიკური ამოცანების დახვეწა, ქვედანაყოფის შერწყმა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება იყო.