საქართველო

26 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით – კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

26 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – კორონავირუსის 270 137 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 320-ით გაიზარდა და ის 264 047-ს შეადგენს.

ახალი მონაცემებით, 10-ით გაიზარდა ქვეყანაში COVID-12-ით გარდაცვლილთა რაოდენობა და ის 3 485-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25436, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17311, PCR ტესტით – 8125;

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,32%, ბოლო 14 დღის – 2,2%, ბოლო 7 დღის – 2,03%;

კარანტინის რეჟიმში – 304;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1542;

კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 167.