საქართველო

1-ელი ივლისიდან მასწავლებელთა 93%-ს ხელფასი გაეზრდება პროპორციულად 2023-2024 წლების საათობრივი დატვირთვების შესაბამისად, აქედან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, დანარჩენ 23%-ს – 400, 300, 200 ლარით

ბიზნესკონტინენტის ფოტოზე: საგაკვეთილო პროცესი სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების კანონის“ ცვლილება მასწავლებელთა საშვებულებო ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

ცვლილების თანახმად, მასწავლებლები 2023-2024 სასწავლო წლის საათობრივი დატვირთვის შესაბამის გაზრდილ  ანაზღაურებას 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საშვებულებო პერიოდში აიღებენ.

ახალი სახელფასო სისტემით მასწავლებელთა 93%-ს ხელფასი გაეზრდება პროპორციულად 2023-2024 წლების საათობრივი დატვირთვების შესაბამისად, აქედან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება. დანარჩენ 23%-ს – 400, 300, 200 ლარით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არცერთ მასწავლებელს ხელფასი არ დააკლდება და ინიცირებული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებელთა 7%-ს, რომელთაც არსებული ფორმულით მცირე დატვირთვის შემთხვევაში იღებდნენ სრულ დანამატს, შეუნარჩუნდებათ არსებული ხელფასი.