საქართველო

2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 315.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25.6 პროცენტით მეტია – აქედან, ექსპორტი 4 242.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაზრდილია 26.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10 073.3 მლნ. აშშ დოლარს, რაც 25.1 პროცენტით მეტია. საქართველოს.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წელს, 5 831.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტია.

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2021 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 145.9 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 638.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 1 480.5 მლნ. აშშ დოლარით.