საქართველო

2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია (+102.9%-ით) 2018 წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 1267.7 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, 2.5 მლნ-ით მეტი წინა წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ წლიური მონაცემების მიხედვით, რეკორდულია რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში – 2019 წლის მონაცემით ინვესტიციების 48.3% რეინვესტირებაა. რეინვესტირების მოცულობა 2019 წელს 40.1 %-ით გაიზარდა და 612.5 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის მე-4 კვარტალში ​კი რეინვესტირების მაჩვენებელი 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი.

რეინვესტირების მკვეთრი ზრდა მთლიან უცხოურ ინვესტიციებში მიუთითებს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკის ზრდის ფაქტორზე.

► 2019 წელს, ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა:

🇬🇧 გაერთიანებული სამეფოდან – 247.8 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 19. 5 პროცენტი;

🇹🇷 თურქეთიდან – 236.5 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 18.7 პროცენტი;

🇮🇪 ირლანდია – 132.7 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 10.5 პროცენტი;

🇺🇸 ამერიკის შეერთებული შტატებიდან – 99 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი ინვესტიციების 7.8% პროცენტი.

2019 წელს, უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით:

► საფინანსო სექტორი 20.6%
► ენერგეტიკა 15.3%
► სასტუმროები და რესტორნები 12.4%
► მშენებლობა 9.3%
► დამმუშავებელი მრეწველობა 8.1%
► ტრანსპორტი 5.6%
► სამთომოპოვებითი მრეწველობა 5.4%
► კავშირგაბმულობა 3.6%
► დანარჩენი სექტორები 19.6%

მეოთხე კვარტალში ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის წამყვანი ინდიკატორია და ადასტურებს მაღალი ეკონომიკური ზრდის შეუქცევად ხასიათს, აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა საპროგნოზო მონაცემს გადააჭარბა და 5.2% შეადგინა.

საქართველოს მთავრობა ახორციელებს წარმოების მხარდამჭერ არაერთ სახელმწიფო პროგრამას და ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას.