საქართველო

2019 წლის გამოცდების პირველი სესია 23 საგამოცდო ცენტრში 09:00 საათზე დაიწყო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე თბილისის №103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.

„2019 წლის გამოცდების პირველი სესია 23 საგამოცდო ცენტრში 09:00 საათზე დაიწყო. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გადაამოწმონ ბარათები, თან იქონიონ პირადობის მოწმობა და დროულად გამოცხადდნენ გამოცდებზე. საგამოცდო პერიოდი 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან. წელს ორი საგამოცდო ცენტრი დაგვემატა ბათუმსა და ხულოში, ვინაიდან მეტი – 41 ათასი აბიტურიენტი გვყავს. განახლდა სველი წერტილები, გაგრილების სისტემა მუშაობს ყველგან”, განაცხადა ირინა აბულაძემ.