მსოფლიოს ახალი ამბები, სამხრეთ ამერიკა

12 წლის შემდეგ ლუის ინასიო ლულა და სილვა ისევ ბრაზილიის პრეზიდენტი გახდა

ბრაზილიამ არჩევანი ყოფილ პრეზიდენტზე, 77 წლის მემარცხენე ლუის ინასიო და სილვაზე გააკეთა. მან მოქმედი პრეზიდენტი, ულტრა-მემარჯვენე, 67 წლის ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლულამ ხმების 50.9% მიიღო. ეს ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფალური დაბრუნებაა დიდ პოლიტიკაში.

მას არჩევნებში მონაწილეობა 2018 წელსაც სურდა, მაგრამ პატიმრობაში ყოფნის გამო ამის საშუალება არ მიეცა. კორუფციის ბრალდებით გასამართლებულმა ლულამ პატიმრობაში 580 დღე გაატარა, ვიდრე მისდამის წაყენებული ბრალდების ანულირება მოხდებოდა.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა კორუფციის ბრალდებით 2017 წლის ივლისში გაასამართლეს და ცხრაწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ლულამ უარყო, რომ მან ქრთამის სახით ბინა მიიღო. კორუფციის სკანდალი სახელმწიფო სანავთობო კომპანია „პეტრობრასთან“ იყო დაკავშირებული. მან განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

ლულა პრეზიდენტად 8 წლის განმავლობაში, 2011 წლამდე მსახურობდა და განიხილავდა მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობას მემარცხენე ფრთის „მშრომელთა პარტიიდან“.

ლულას სულ 5 ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ამათგან ბრალი ერთში, კორუფციის ნაწილში დაუმტკიცდა. მოსამართლემ იგი დამნაშავედ ქრთამის აღებაში ცნო. კერძოდ, საუბარია ქრთამების მიღების სანაცვლოდ საინჟინრო ფირმა OAS -ისთვის სახელმწიფო სანავთობო კომპანიასთან კონტრაქტების გამარჯვებაში დახმარებაზე.

მას ასევე მექრთამეობაში, ფულის გათეთრებაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელისშეშლაში ედებოდა ბრალი.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სახელმწიფო სანავთობო კომპანია პეტრობრასთან დაკავშირებული ძიების ფარგლებში, თაღლითობის ბრალდებით 2016 წლის მარტის დასაწყისში დააკავეს.

guardian.ge