მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო მარათონში თავისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმაგრა

ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო მეტად გაიმაგრა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო მარათონში თავისი პოზიციები და მეორე სუპერ სამშაბათის შიდა პარტიულ არჩევნებზე ოთხ შტატში და მათ შორის ყველაზე მთავარ, მიჩიგანის შტატში გამარჯვებით და რამდენიმე ყოფილი მოწინააღმდეგის მხარდაჭერით ბერნი სანდერსთან დიდი უპირატესობა მოიპოვა თავად გახდეს ივლისში პარტიის ყრილობაზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი და „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეტოქე თეთრი სახლისათვის ბრძოლაში.

საბოლოო ნომინაციისათვის კანდიდატს 1 991 დელეგატის მხარდაჭერა ესაჭიროება. სამშაბათის კენჭისყრამდე ბაიდენს 648 დელეგატი ჰყავდა, სანდერსს კი 563. სანდერსმა ოჰაიოში დაგეგმილი მიტინგი გააუქმა და თავის მშობლიურ შტატ ვერმონტში დაბრუნდა ისე, რომ კომენტარი არ გაუკეთებია. ასე რომ უცნობია განაგრძობს თუ არა ახალგაზრდა ამომრჩევლის მიერ ფართოდ მხარადჭერილი ვერმონტელი სენატორი პრაიმერებში ბრძოლას ივლისამდე, პარტიის ყრილობამდე.

77 წლის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის კამპანია შიდა პარტიული არჩევნების დაწყებისას საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და ბაიდენმა აიოვას პრაიმერში მარათონი მე-4 ადგილზე გასვლით, ნიუ ჰამფშირისაში კი მე-5 ადგილზე გასვლით დაასრულა, მაგრამ მისთვის მდგომარეობა სასიკეთოდ სამხრეთ კაროლინაში შემობრუნდა, დიდი რაოდენობით აფრო-ამერიკელი ამომრჩევლის წყალობით, და 3 მარტს სუპერ სამშაბათს 14 შტატიდან 10 შტატის მოგებით, რითაც ბერნი სანდერსზე, 78 წლის ვერმონტელ მემარცხენე ფრთის „დემოკრატ“ სენატორზე ხელშესახები გამარჯვება მოიპოვა.

სამშაბათ საღამოს მხარდამჭერებისადმი ფილადელფიიდან მადლობის გამოცხადებისას, ბაიდენმა თქვა, რომ „დემოკრატებს“, ბერნი სანდერსის მხარდამჭერების ჩათვლით, შეუძლიათ დონალდ ტრამპის დამარცხება.

„ამაღამ ჩვენ ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ თეთრი სახლისათვის ღირსებისა და პატივისცემის აღდგენის გზაზე. ჩვენ კვლავ უნდა გავუძღვეთ მსოფლიოს. დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკამ ამერიკა მარტოდშთენილად აქცია“, განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 GUARDIAN.GE