აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით პეკინში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით პეკინში ჩავიდა. გამოუცხადებელი ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთში თავის მეუღლესთან ერთად 10 იანვრამდე დარჩება და აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოსალოდნელი მეორე შეხვედრის წინ ძინპინთან, მის უახლოეს მოკავშირესთან არსებით მოლაპარაკებებს გამართავს.

ჩინეთი ჩრდილოთ კორეის მნიშვნელოვანი მოკავშირე და მისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორი და დახმარების წყაროა, თუმცა კიმი მისი ლიდერობის პირველი 6 წელი სი ძინპინს არ შეხვედრია და მათი პირველი შეხვედრა მხოლოდ გასულ წელს შედგა, მას შემდეგ კი ერთ წელიწადზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ეს უკვე კიმის მეოთხე ვიზიტია ჩინეთში.

გავრცელებული ცნობით სამშაბათს, 8 იანვარს, კიმის დაბადების დღეცაა და ის 35 წლის ხდება, თუმცა მისი დაბადების თარიღი ფხენიანს არასოდეს დაუდასტურებია.

guardian.ge