საქართველო

შიდა ქართლიდან კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი ანალიზის ყველა პასუხი უარყოფითია

კორონავირუსზე ლუგარის ლაბორატორიაში შიდა ქართლიდან გაგზავნილი 6 ნიმუშის პასუხი უარყოფითია.

კორონავირუსზე აღებული ანალიზები, ინფიცირებულ სპორტსმენთან და სომხეთში ინფიცირებული 53 წლის მამაკაცთან კონტაქტებს უკავშირდებოდა.

გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი საკონტროლო პუნქტებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში თერმოსკრინინგი 6000- მდე პირმა გაიარა. გასული დღე-ღამის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული რეჟიმის დარღვევისთვის შიდა ქართლში 5 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.