საქართველო

შალვა ნათელაშვილი: სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებსა და კონკორდატზე ბიძინა ივანიშვილის აზრებს ახმოვანებს

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირებსა და კონკორდატზე გაკეთებული განცხადებისას, ბიძინა ივანიშვილის აზრი გაახმოვანა.

„კონკორდატი ეს გახლავთ კონსტიტუციური ინსტიტუტი და სანამ, რომელიმე პოლიტიკოსი, მასზე რაიმე სულელურ აზრს გამოთქვამდეს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს რას ამბობს.

მაგრამ ეს განცხადება აღნიშნული კანდიდატისა არის ბიძინა ივანიშვილის აზრი, რომელსაც ვერ მოუნელებია ის თანხები, რაც გასცა ეკლესიაზე და უნდა ან სრულიად დაიმორჩილოს ეკლესია ან გაანადგუროს.

დღეს უკვე გადავიდნენ მუქარაზე და ემსახურება ეს მიზანს, რომ არავინ შეუშალოს ხელი ქვეყნის მითვისებაში მარიხუანას დათესვაში, საზოგადოების თრიაქით თრობაში და რა თქმა უნდა, ამ გზაზე მას წინააღმდეგობად ესახება საზოგადოებასთან ერთად, მათ შორის ეკლესია”, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.