საქართველო

„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს კახეთში ამომრჩევლებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება, სადაც პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.

დღესვე, 14:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.