მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა სომალიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომალიდან აშშ-ის ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ტრამპის ბრძანების თანახმად, დაახლოებით 700 ამერიკელი ჯარისკაცი სომალის 15 იანვრამდე დატოვებს.

„ალ-შაბაბთან“ და მის საერთაშორისო გლობალურ ტერორისტულ ქსელთან წარმატებული ბრძოლის ამ კრიტიკულ ეტაპზე აშშ-ის გადაწვეტილება სომალიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე განსაკუთრებით სამწუხაროა. აშშ-ის ჯარისკაცებმა უდიდესი ღვაწლი გასწიეს და უდიდესი გავლენა მოახდინეს სომალელი ჯარისკაცების წვრთნაზე“, – განაცხადა სენატორმა, აიუბ ისმაილ იუსუფმა.