მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს „ადვილად შეეძლო შეეჩერებინა ჭირი, მაგრამ ეს არ გააკეთა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჩინეთის მიერ კორონავირუსის აფეთქებისადმი დამოკიდებულება და განაცხადა, რომ „მათ ადვილად შეეძლოთ შეეჩერებინათ ჭირი, მაგრამ ეს არ გააკეთეს“.

„წარმომადგენელი სულელურად საუბრობს ჩინეთის სახელით, ცდილობს რა უკიდურესად გადაუხვიოს თემიდან და იმ ტკივილიდან და ხოცვა-ჟლეტიდან, რაც მათმა ქვეყანამ გაავრცელა მთელ მსოფლიოში. მისი დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული თავდასხმა შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე, სამარცხვინოა“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ დაუსახელებია ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, მან თქვა, რომ ეს „ყველაფერი ზემოდან მოდის“.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთს აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვება სურს, რათა მათ „განაგრძონ ამერიკის შეერთებული შტატების გაქურდვა, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ, ვიდრე მე არ მოვედი სათავეში“.

GUARDIAN.GE