მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპმა გააფრთხილა „რესპუბლიკელები“, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა თავისი თანაპარტიელი „რესპუბლიკელები“, რომ მათმა ოპონენტებმა შესაძლოა „მოიპარონ“ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

„ისინი იყენებენ კოვიდს ამერიკელი ხალხის მოსატყუებლად“, უთხრა ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის პირველ დღეს დელეგატებს ჩრდილოეთ კაროლინაში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემამ შესაძლოა ამომრჩევლის მოტყუება განაპირობოს.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ტრამპი ამჟამად აგებს თავის მოწინააღმდეგესთან, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენთან.

„ერთადერთი გზა, რომ მათ ეს არჩევნები მოიგონ, არის ის თუ ეს გაყალბებული არჩევნები იქნება. ჩვენ გავიმარჯვებთ“, განაცხადა დონალდ ტრამპმა პარტიის ყრილობაზე.

ტრამპი 2016 წელსაც გამაფრთხილებლად აცხადებდა „გაყალბებული“ არჩევნების შესახებ, როცა წინასწარი გამოკითხვებისას იგი აგებდა საპრეზიდენტო არჩევნებს მაშინდელ ოპონენტთან, ჰილარი კლინტონთან.

GUARDIAN.GE