მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენი „რეაქციონერი გლობალისტია, რომელსაც მუშათა კლასი არანაირად არ ანაღვლებს“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ბარაქ ობამას 8-წლიანი ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მწვავედ აკრიტიკებს და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რომ იგი „რეაქციონერი გლობალისტია, რომელსაც მუშათა კლასი არანაირად არ ანაღვლებს“.

„ჯო ბაიდენმა ბოლო 47 წელი თქვენი სამსახურების გარე რესურსებისთვის გადაცემაში, თქვენი საზღვრების გახსნაში, და ამერიკული სისხლის და საგანძურის დაუსრულებელი უცხოური ომებისთვის შეწირვაში დახარჯა. იგი რეაქციონერი გლობალისტია, რომელსაც მუშათა კლასი არანაირად არ ანაღვლებს. იგი მუდმივად ცდილობდა შეემცირებინა სამედიცინო და სოციალური უსაფრთხოება. ბაიდენი იყო გულმხურვალე მომხრე NAFTA-სი – აგზავნიდა რა თქვენს საავტომობილო სფეროში სამუშაო ადგილებს მექსიკაში. მან ხმა მისცა ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას, რითაც თქვენი ინდუსტრია გამოშიგნა, რათა დაფინანსებულიყო ჩინეთის ზრდა. მიჩიგანის მთელი ავტოწარმოების ნახევარი სამუშაო ადგილების ლიკვიდაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა მხარი დაუჭირა NAFTA -ს და ჩინეთის უბედურებებს… 2016 წელს მიჩიგანმა ხმა მისცა კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის სახლში გაშვებას და თქვენ პრეზიდენტად აირჩიეთ გარეშე პირი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ამერიკას აყენებს უპირველეს ადგილზე“, აცხადებს ტრამპი.

GUARDIAN.GE