მსოფლიოს ახალი ამბები, ჩრდილოეთ ამერიკა

ტრამპის ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალო წამლის, რემდესივირის მსოფლიოს თითქმის მთელი მარაგი შეისყიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალო წამლის, რემდესივირის მსოფლიოს თითქმის მთელი სამი თვის მარაგი წინასწარ შეისყიდა.

აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპმა კომპანია „ჯილიედთან“ „საოცარ“ შეთანხმებას მიაღწია და აშშ ფირმის მიერ წარმოებული პროდუქციის 500, 000 დოზას მიიღებს – ივლისში მთელი პროდუქციის 100%-ს, აგვისტოში 90%-ს და სექტემბერშიც 90%-ს.

რემდესივირი „კოვიდ-19“-ის სამკურნალოდ პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაამტკიცა და მკურნალობის პერიოდში საშუალოდ 6.25 ფლაკონის მიღებაა რეკომენდებული.  

აშშ-ის მთავარი ექსპერტი ანტონი ფაუჩი გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევებმა შესაძლოა 100, 000-ს მიაღწიოს.

ევროკავშირმა თავისი საზღვრების 15 სახელმწიფოსთვის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო და „უსაფრთხო“ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში მოგზაურობა შეეძლებათ, საქართველოცაა შეყვანილი, მაგრამ ბრიუსელმა აღნიშნულ სიაში ამერიკის შეერთებული შტატები არ შეიყვანა.

GUARDIAN.GE