აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

ტაივანში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰუალინიდან 18 კილომეტრში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ათეულობით კი დაშავდა, ნანგრევებში მოყოლილი 77 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი, გრძელდება.

სეისმოლოგების ცნობით, ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ტაივანში. მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

თავდაპირველად, კუნძულსა და მეზობელ სახელმწიფოებში ცუნამის საფრთხის განგაში გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა.