ევროპა, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 60 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში საჰაერო თავდასხმის შედეგად

სულ მცირე 60 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში სარაკეტო დარტყმების შედეგად. BBC-ის ცნობით, საჯარისო ნაწილი დონეცკის რეგიონში საწვრთნელ ბაზაზე იყო შეკრებილი და მეთაურს ელოდებოდა, როდესაც ტერიტორიაზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

გავრცელებულ ვიდეოში გარდაცვლილების დიდი რაოდენობა ჩანს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს თავდასხმის ფაქტი, მაგრამ აღნიშნეს, რომ გავრცელებული ცნობები „არაზუსტი და დიდად გაზვიადებულია“.

თავად უკრაინის ხელისუფლებას კი, ამ დრომდე კრინტიც არ დაუძრავს თავდასხმის შესახებ.

თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.  შეხევდრაზე შოიგუმ უკრაინის ფრონტზე რუსეთის წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა რამდენიმე დღის წინ უკრაინული ქალაქის, ავდიივკას რუსების მიერ აღება, თუმცა არ უხსენებია დონეცკის ოლქში მომხდარი სისხლიანი ინციდენტი.

რუსეთის სამხედრო უწყებები იშვიათად ავრცელებენ ცნობებს მსხვერპლის შესახებ, თუმცა უკარინული მხარის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ათიათასობითაა.

რუსული BBC-ის ვებგვერდ „მედიაზონასთან“ ერთობლივი პროექტის ახლახან განახლებული მონაცემების თანახმად, მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საერთო ჯამში, დაღუპულების 45 123 დადასტურებული ფაქტია აღრიცხული, მათ შორის 6 614 გასული წლის ოქტომბრის შემდეგაა გარდაცვლილი.