აზია, მსოფლიოს ახალი ამბები

სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა ჩინეთის განსუს პროვინციაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად

სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა და 250-ზე მეტი დაშავდა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, განსუს პროვინციაში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად.

მაშველები -13 გრადუსის ტემპერატურის პირობებში, ყინულოვან ამინდში ატარებენ სამძებრო სამუშაოებს გადარჩენილების საპოვნელად.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ბრძანება გასცა, რომ სრული ძალისხმევით განახორციელონ სამაშველო ღონისძიებები.

რეგიონის ზოგიერთ ნაწილში შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება და წყალმომარაგება.