საქართველო

სოფელ გამარჯვებასა და სოფელ კუმისში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება

აღნიშნული პროექტის შესასრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 5 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 379 029 ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით აშენდება 2 სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობები. გამარჯვების ბაღი 110, ხოლო კუმისის ბაღი 90 ბავშვზე იქნება გათვლილი.