საქართველო

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების შედეგები ცნობილია

დასრულდა საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის მონაწილეთა ნამუშევრების გასწორების პროცესი. დირექტორობის კანდიდატებმა მათ მიერ შესრულებული ნამუშევრებისა და შედეგების სანახავად სისტემაში უნდა გაიარონ ავტორიზაცია.

დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ ტესტირებასთან  (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინონ საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადის მართვის სისტემაში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში  და შედეგებს აცნობებს დირექტორობის კანდიდატს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 2 200 220.