საქართველო

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 336-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან გამოჯანმრთელებულია 74 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.