საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 921 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი, შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 781-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 207.