საქართველო

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 757 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი და შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 600-ს შეადგენს.