საქართველო

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის სპეციალური ვებგვერდი, stopcov.ge ავრცელებს.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე 573-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250 ადამიანი რჩება.