საქართველო

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 24 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 702 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 456 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი, StopCov.ge ავრცელებს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3787 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 337 ადამიანი რჩება.