საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი, StopCov.ge ავრცელებს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3873 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 404 ადამიანი რჩება.