საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 25-ე შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული, პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულთა მეორე კლასტერიდანაა.

ამ ეტაპზე კარანტინში 295 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49 პაციენტია.