საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 107 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5223 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584 მოქალაქე რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.