საქართველო

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, – ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 411 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 98 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.