საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 84 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 385 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 84 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 519 მოქალაქე რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.