საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 370 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 77 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამანს დაუდდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 77 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერედი stopcov.ge ავრცელებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 558 მოქალაქე რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.