საქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ამდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ამ დროისთვის 23 ადამიანის ინფიცირებაა დადასტურებული.

აღნიშნულის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.