საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 233 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 56 უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.

stopcov.ge-ს ინფორმაციით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 3-ს შეადგენს.