საქართველო

საქართველოში კორონავირუსი 108 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, ინფორმაციას ვებგვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 263 რჩება.