საქართველო

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 145 აჭარას, 29 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 145 აჭარას, 29 კი თბილისს უკავშირდება.

„გუშინდელი მონაცემებით 2562 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა. 196-ის განაწილება ასეთია: აჭარა, ბათუმი – 144, ქობულეთი – ერთი, თბილისი – 29, იმერეთი, ქუთაისი – შვიდი, საჩხერე – ერთი, შიდა ქართლი, გორი – ოთხი, ქვემო ქართლი, გარდაბანი- სამი, გურია, ოზურგეთი ოთხი, ზემო სვანეთი, სამეგრელო, ზუგდიდი – ორი, ფოთი – ერთი, მცხეთა – ერთი.

დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ, იმედი გავქვს, ძალიან მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.