საქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა ჯანდაცვის სექტორს სასუნთქი აპარატები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 30 ცალი სასუნთქი აპარატი გადასცა.

სალომე ზურაბიშვილმა ეკატერინე ტიკარაძეს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.  მინისტრმა  საქართველოს პრეზიდენტს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ მსგავსი სამედიცინო აღჭურვილობა ჯანდაცვის სექტორისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტმა, თავის მხრივ,  ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებსა და ექიმებს პანდემიის  პერიოდში გამოჩენილი ძალისხმევისათვის მადლობა  კიდევ ერთხელ გადაუხადა.